უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, რუსეთს ამჟამად იმ რაკეტების არაუმეტეს 45% აქვს დარჩენილი, რომლებიც მას ომის დაწყებამდე ჰქონდა.
მისი თქმით, რუსეთს განსაკუთრებით „რთული ვითარება“ „ისკანდერებთან“ დაკავშირებით აქვს.
„მათ, დაახლოებით, აქამდე არსებული „ისკანდერების“ 20% აქვთ, შეიძლება ნაკლებიც დარჩათ, რაც ჰქონდათ. რთული სიტუაციაა „კალიბრებთან“ დაკავშირებითაც, ეს საკმაოდ ეფექტური რაკეტაა, მაგრამ მათი რაოდენობა არც ისე დიდია“, – განაცხადა ვადიმ სკიბიცკიმ.