გოგა ხაინდრავა: „აშშ თვეში მილიარდობoთ დოლარს უხდის პუტინს! მართალია ეს ქალბატონო ელჩო?! ვერ დავიჯერებ”

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს და მის მიმდევრებს მორიგი კითხვით მიმართავს. ხაინდრავა სოციალურ ქსელ ტვიტერის საკუთარ გვერდზე ასეთ ტექსტს აქვეყნებს: „უკუღმა მედასავლეთეების საყურადღებოდ! რა ხდება ეს?! სანქციებს გვერდს უვლის ეს პუტინისტი აშშ და თვეში მილიარდობით დოლარს უხდის პუტინს, უკრაინელი ბავშვები რომ დახოცოს; ქალბატონო ელჩო, მართალია ეს?! ვერ დავიჯერებ! ღმერთო შენ უშველე ამერიკას და უკრაინას!”

საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეთედ პრესის” მიერ გავრცელებული ცნობით, სანქციების მიუხედავად, რუსეთი აშშ-თან ვაჭრობით თვეში ერთ მილიარდ დოლარს მაინც იღებს. სააგენტოს მონაცემებით, ცნობით, რუსეთი აშშ-ში თვეში ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის გატანას აგრძელებს. სააგენტო წერს, რომ თებერვლის ბოლოდან დღემდე რუსეთიდან აშშ-ში 3 600 პარტია ხე, ლითონები, რეზინა, სასუქი რადიაქტიული მასალა და სხვა პროდუქცია შევიდა, რაც გასული წლის მაჩენებლზე ორჯერ ნაკლებია.

„სახელმწიფო დეპარტამენტში სანქციების კოორდინატორმა, ჯიმ ობრაიამ განმარტა, რომ რუსეთთან ვაჭრობის სრულად დაბლოკვა შეუძლებელია, რადგან ეს შეიძლება უარყოფითად აისახოს მსოფლიო ვაჭრობაზე. ამასთან, მისივე თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში ეს უფრო მეტად აშშ-ს დააზარალებს, ვიდრე რუსეთს”, – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ცნობაში. აშშ-ს მხრიდან რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის არშეწყვეტის კიდევ ერთი მიზეზია დასახელებული – წინააღმდეგობა დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციებთან, რის გამოც გაუგებრობა ჩნდება – „ზოგიერთი რუსული პროდუქციის აკრძალვას აშშ საერთოდ არ აპირებს და პირიქით, ამ კონკრეტული პროდუქციით ვაჭრობას ხელს უწყობს. ასეთია ქიმიური სასუქები.

აშშ-ში ასევე ჩააქვთ რუსული ენერგორესურსებიც, რადგანაც ზოგიერთ კომპანიას მოქმედი კონტაქტების დასრულების უფლება მისცეს. სხვა შემთხვევებში აშშ-ის საბაჟოზე უჭირთ პროდუქციის ზუსტი წარმომავლობის დადგენა”. ამის მაგალითად „ასოშიეთედ პრესი” ყაზახეთიდან რუსული პორტების გავლით იმპორტირებულ რუსულ შავ ოქროსთან შერეულ ნავთობს ასახელებს, რომლის იმპორტსაც ამერიკული კომპანიები აგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები