ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს იმისთვის, რომ 2024 წელს მეტად მომზადებული შეხვდეს ტექნოლოგიების გამოყენების მასშტაბების შესაძლო ზრდას.
„აქცენტი გაკეთდა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან მიმართებით. საკმაოდ დიდი ინტერესი დაფიქსირდა ამ მიმართულებით. უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს იმისთვის რომ ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ და რაც შეიძლება მეტი პილოტირება განვახორციელოთ ტექნოლოგიური ინტერვენციებით, იმისთვის რომ 2024 წელს ადმინისტრაცია უფრო მეტად მომზადებული და კვალიფიციური შეხვდეს შესაძლო ტექნოლოგიების გამოყენების მასშტაბების ზრდას“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.