ზაალ ანჯაფარიძე: Credit Suisse-ის კლიენტის, ბიძინა ივანიშვილის ქეისი აღმოჩნდა ყველაზე რეზონანსული იმის გამო, რომ, მიუხედავად ყველა სასამართლო დავის მოგებისა, Credit Suisse უარს ამბობს, დაუბრუნოს მას ბანკის თანამშრომლის მიერ მოპარული ფული
“როდესაც შვეიცარიის ამ უმსხვილეს ბანკში ასეთი განმეორებადი საკადრო კარუსელები ტრიალებს, ეს არის თვალსაჩინო ინდიკატორი იქ შექმნილი სიტუაციის, მათ შორის, ბანკის კლიენტებთან მიმართებით. სწორედ ამ ბანკის ერთ-ერთი კლიენტის, ბიძინა ივანიშვილის ქეისი აღმოჩნდა ყველაზე რეზონანსული,’’ – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე Credit Suisse მენეჯმენტში მიმდინარე ცვლილებებს.
როგორც ანჯაფარიძე წერს, საქართველოს მოსახლეობაში ეს ფაქტები აჩენს ეჭვებს და კითხვებს დასავლურ სამყაროსთან მიმართებით.
,,როდესაც შვეიცარიის ამ უმსხვილეს ბანკში ასეთი განმეორებადი საკადრო კარუსელები ტრიალებს, ეს არის თვალსაჩინო ინდიკატორი იქ შექმნილი სიტუაციის, მათ შორის, ბანკის კლიენტებთან მიმართებით. სწორედ ამ ბანკის ერთ-ერთი კლიენტის, ბიძინა ივანიშვილის ქეისი აღმოჩნდა ყველაზე რეზონანსული იმის გამო, რომ, მიუხედავად მის მიერ ბანკთან წარმოებული ყველა სასამართლო დავის მოგებისა, Credit Suisse ჯიუტად უარს ამბობს – დაუბრუნოს მას ბანკის თანამშრომლის მიერ მოპარული ფული და ამას სარჩულად უდებს წმინდა პოლიტიკურ მოტივებს, რაც თავისთავად ბევრ კითხვას ბადებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს მოსახლეობაში აჩენს ეჭვებს და კითხვებს დასავლურ სამყაროსთან მიმართებით,’’- წერს ანჯაფარიძე.