კვიპროსი და საბერძნეთი რუსი ტურისტებისთვის ვიზების აკრძალვას ეწინააღმდეგებიან

კვიპროსი და საბერძნეთი მხარს უჭერენ გერმანიას და რუსი ტურისტებისთვის ვიზების აკრძალვას ეწინააღმდეგებიან, –  ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

კვიპროსში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ინიციატივა არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნება.

„ჩვენ ადამიანებს შორის კონტაქტების გვჯერა და თურქეთის მოქალაქეებსაც კი აქვთ უფლება, მიიღონ კვიპროსის ვიზა“, – განაცხადა კვიპროსის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა მდივანმა, კორნელიოს კორნელიომ.

საბერძნეთში აცხადებენ, რომ ქვეყანაში სერბეთიდან ჩასული ტურისტების რაოდენობა 257%-ით გაიზარდა, რომელთა უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა. შესაბამისად, რუსი მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების აკრძალვას შესახებ ინიციატივას ეწინააღმდეგება საბერძნეთიც.

გასული კვირების განმავლობაში, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიისა და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირის მასშტაბით რუსი ტურისტებისთვის ვიზების აკრძალვის შესახებ იდეა გააჟღერეს, მაგრამ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აღნიშნულ ინიციატივას ეწინააღმდეგება.

შოლცი მიიჩნევს, რომ უკრაინასთან ომში დამნაშავე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინია და არა რუსი ხალხი.

რაც შეეხება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ რუსი ტურისტებისთვის ვიზების აკრძალვის საკითხს, აღნიშნულ ინიციატივას სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს პრაღაში განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები