ირაკლი ლატარია – აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: ეს იგივეა, რომ გვითხრან მეგის ქარდავა რატომ არ არის სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმების ჯგუფშიო
ექსპერტი ირაკლი ლატარია აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმიანება, პარლამენტის სამუშაო ჯგუფში ISFED-ის არდაშვების შესახებ.
მისი თქმით, ეს იგივეა, მეგის ქარდავა რატომ არ არის სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმების ჯგუფში.
„ეს იგივეა, მეგის ქარდავა რატომ არ არის სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმების ჯგუფშიო – რომ გაგვიტრაკონ. ასეთი რამ გაგიგიათ? სახელმწიფო გადატრიალებას უწყობდნენ ხელს, ყველაფერი გააკეთეს, რომ ქვეყანაში ყოფილიყო ძალიან დიდი პრობლემები და რატომ არ მიიწვიეთო? მიიწვიეს კი არა, ციხეში რომ არ არიან, ძალიან მიკვირს!!“, – წერს ლატარია Facebook-ზე.