გოგი მეშველიანმა ბოლნისში საძმო სასაფლაოს მშენებლობა აფხაზეთში დაღუპული მებრძოლის, ლევან მემანიშვილის დასთან, ვეტერანებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერა
საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა , ქალაქ ბოლნისში საქართველოსთვის დაღუპული მეომრების საძმო სასაფლაოს მოწყობის სამუშაოები, აფხაზეთში დაღუპული მებრძოლის, ლევან მემანიშვილის დასთან, ტერიტორიულ მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანებთან და ასევე საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერა.
„ბოლნისში საძმო სასაფლაოს და მემორიალის მოწყობის გადაწყვეტილება გასულ წელს იქნა მიღებული, როდესაც 28 წლიანი მოლოდინის შემდეგ, სამხედრო პატივით, მშობლიურ მიწას მივაბარეთ აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული ჩვენი თანამოქალაქე და თანამებრძოლი, ლევან მემანიშვილი. ის ერთ–ერთია იმ 14 ბოლნისელთა შორის რომელთა შესახებ ინფორმაცია ჩვენთვის, იმ პერიოდამდე უცნობი იყო. ვიმედოვნებ, რომ დანარჩენი 13 მებრძოლის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მივაკვლევთ”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 222 500 ლარის ოდენობით ფინანსდება, აღსანიშნავია, რომ ძმათა სასაფლაოზე მემორიალის მოსაწყობად პროექტზე კონკურსი ცალკე გამოცხადდება.