რასმუსენი რუსეთს მოუწოდებს, არ გამოიყენოს სამშვიდობოები ომის საბაბად
ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი რუსეთს მოუწოდებს, არ გამოიყენოს სამშვიდობოები ომის საბაბად.
ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კონფლიქტის დეესკალაციის ნაცვლად, რუსეთი აგრძელებს უკრაინის დესტაბილიზაციას და სეპარატისტთა მხარდაჭერას.
“მოვუწოდებ რუსეთს, უკან დაიხიოს საზღვრიდან; არ გამოიყენოს სამშვიდობოები ომის საბაბად; მოვუწოდებ რუსეთს, დაუბრუნდეს მშვიდობის გზას და შეწყვიტოს სეპარატისტთა მხარდაჭერა;
გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის საზღვრებიდან და ჩაერთოს გულწრფელ დიალოგში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მიზნით”, – ნათქვამია ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაში, რომელსაც ნატოს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.