კელი დეგნანი: ნებისმიერი ბრალდება, რომ თითქოს დასავლეთი ცდილობს პოლარიზაციის გაღრმავებას, არის დაუსაბუთებელი
“მე არ ვიცი ეს ჯგუფი ვის და რას წარმოადგენს – განსხვავდებიან თუ არა მმართველი პარტიისგან, თუმცა ბრალდებები, რასაც ისინი აჟღერებენ, არის დაუფიქრებელი და კონსპირაციულ თეორიებზე დაფუძნებული”,- ასე გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამერიკის საელჩოსთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრების – სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის გუშინდელ ერთობლივ განცხადებას.
ელჩის თქმით, პოლარიზაცია ანტიდემოკრატიული ქმედებებით ღრმავდება.
“ნებისმიერი ბრალდება, რომ თითქოს დასავლეთი ცდილობს პოლარიზაციის გაღრმავებას, არის დაუსაბუთებელი და ეს არის პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანის მცდელობა. პოლარიზაცია ღრმავდება ანტიდემოკრატიული ქმედებებით და დარღვეული პირობებით – მას დასავლელი პარტნიორები ვერ გააღრმავებენ“, – განაცხადა დეგნანმა.