ტრამპი აცხადებს, რომ FBI-ის გამომძიებლებმა, მარ-ა-ლაგოს სახლში ჩატარებული ჩხრეკისას მისი პასპორტები მოიპარეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ FBI-ის გამომძიებლებმა, ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს სახლში ჩატარებული ჩხრეკისას მისი პასპორტები მოიპარეს.

„მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში FBI-ს რეიდის დროს, მათ სხვა ყველაფერთან ერთად ჩემი სამი პასპორტი მოიპარეს (ერთი პასპორტი ვადაგასულია). ეს პოლიტიკურ ოპონენტზე უპრეცედენტო თავდასხმაა, რაც აქამდე ჩვენს ქვეყანაში არასდროს მომხდარა. მესამე მსოფლიო!“, – განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, 9 აგვისტოს, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პალმ-ბიჩზე მდებარე მარ-ა-ლაგოს მამულში გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები