უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში მტრის იარაღის საწყობი გაანადგურეს, დაღუპულია 11 რუსი სამხედრო
უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში, სოფელ ვესოლოეს მახლობლად ოკუპანტების საბრძოლო მასალის საწყობი გაანადგურეს.
ამის შესახებ სამხრეთის ოპერატიული სარდლობა იტყობინება.
გარდა ამისა, იერიშის შედეგად კიდევ 11 რუსი სამხედროა ლიკვიდირებული.
რუსეთის საოკუპაციო ჯარების საბოლოო დანაკარგები ზუსტდება.