რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, “საკის” აეროდრომზე აფეთქებების შედეგად საბრძოლო მასალების 4 საწყობი და, სულ მცირე 8 თვითმფრინავია განადგურებული.
ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი.
აღინიშნება, რომ “აფეთქებების საწყისი მიზეზი გაურკვეველია, მაგრამ თვითმხილველთა ვიდეოებში ნანახი დიდი ღრუბლების ანალიზისას, თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ისინი გამოწვეულის 4 საბრძოლო მასალის საწყობის დეტონაციით”.
მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ იერიშის შედეგად განადგურდა ან დაზიანდა, სულ მცირე 8 თვითმფრინავი – 5 სუ-24 და 3 სუ-30. აეროდრომის ცენტრალური ზონა სერიოზულად დაზიანდა, თუმცა ის, სავარაუდოდ ფუნქციონირებს.
დაზვერვაში ასევე ამბობენ, რომ რუსეთისთვის 8 გამანადგურებლის დაკარგვას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს ჯამის უმნიშვნელო ნაწილია. თუმცა „საკი“ გამოიყენებოდა შავი ზღვის ფლოტის დასაფარად.
“ამჟამად, საზღვაო ავიაციის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად დასუსტებულია. ეს ინციდენტი, სავარაუდოდ, აიძულებს რუს სამხედროებს გადახედონ საფრთხეებს. ყირიმი სავარაუდოდ განიხილებოდა, როგორც საიმედო ზონა”, – შეაჯამა ბრიტანული დაზვერვამ.