ანრი ოხანაშვილი: რუსები, როგორც ტურისტები, ძალიან ბევრ ქვეყანაში არიან 

“რუსებიც და სხვებიც, როგორც ტურისტები, არიან ევროპაშიც, ამერიკაშიც და ძალიან ბევრ სხვა ქვეყანაში. არ მახსენდება რომელიმე ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადება, რომ ქვეყანაში შესვლის უფლება ვინმეს ეთნიკური ნიშნით უნდა შეეზღუდოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა რუსი ტურისტების საკითხზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ყველა შესაბამისი უწყება საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

„თუ ვინმეს დარღვეული აქვს “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი, ეთნიკურ ნიშანს მნიშვნელობა არა აქვს, ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ამას გააკეთებს, შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. ასევე, ყველა შესაბამისი უწყება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. ხალხის ეთნიკური ნიშნით დაყოფა არავითარ დემოკრატიულ პრინციპებში არ ჯდება. ადამიანების ეთნიკური ნიშნით დაყოფა, ეს არის ქსენოფობია”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები