ფლორიდის გუბერნატორი ტრამპის სახლში ჩხრეკაზე: ეს ფედერალური უწყებების რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იარაღად გამოყენებაა

ფლორიდის შტატის გუბერნატორი, რონ დესანტისი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ფედერალური უწყებების იარაღად გამოყენებაა.

„ეს რეიდი კიდევ ერთი ესკალაციაა ფედერალური უწყებების რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იარაღად გამოყენებაში მაშინ, როდესაც ჰანტერ ბაიდენის მსგავს ადამიანებს დელიკატურად ეპყრობიან“, – წერს რონ დესანტისი Twitter-ზე.

ცნობისთვის, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პალმ-ბიჩზე მდებარე მარ-ა-ლაგოს მამულში გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები