სენატორი ტედ კრუზი: ტრამპის სახლში ჩატარებული ჩხრეკა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა – ამას წვრილფეხა დიქტატორები აკეთებენ, მაგრამ ამერიკა ასე არ მუშაობს

„რესპუბლიკელი“ სენატორი ტედ კრუზი პალმ-ბიჩზე გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.

როგორც სენატორი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, ბაიდენის ადმინისტრაციამ იუსტიციის დეპარტამენტი და გამოძიების ფედერალური ბიურო პოლიტიკური მტრების წინააღმდეგ იარაღად გამოიყენა.

„გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებული ჩხრეკა უპრეცედენტოა. ეს არის კორუფცია და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ის, რაც ნიქსონმა სცადა, ახლა ბაიდენმა განახორციელა: ბაიდენის ადმინისტრაციამ იუსტიციის დეპარტამენტი და გამოძიების ფედერალური ბიურო პოლიტიკური მტრების წინააღმდეგ იარაღად გამოიყენა.

კონგრესმა პასუხები უნდა მოითხოვოს. ჩვენ გვჭირდება მოსმენები. „დემოკრატები“ უარს იტყვიან ამაზე, მაგრამ ამერიკელი ხალხი იმსახურებს იცოდეს, რატომ იყენებს ბაიდენი გამოძიების ფედერალურ ბიუროს, როგორც თავის პოლიტიკურ ძალოვნებს. ამას წვრილფეხა დიქტატორები აკეთებენ, მაგრამ ამერიკა ასე არ მუშაობს“, – წერს სენატორი Twitter-ზე.

ცნობისთვის, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პალმ-ბიჩზე მდებარე მარ-ა-ლაგოს მამულში გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები