„იუსტიციის დეპარტამენტისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს პოლიტიკურ იარაღად გამოყენება სამარცხვინოა“ – მაიკ პოპმეო ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო პალმ-ბიჩზე გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.

როგორც პომპეო სოციალურ ქსელში აღნიშნავს, იუსტიციის დეპარტამენტისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს პოლიტიკურ იარაღად გამოყენება სამარცხვინოა.

„ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ორდერის აღსრულება სახიფათოა. იუსტიციის დეპარტამენტისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს პოლიტიკურ იარაღად გამოყენება სამარცხვინოა. გენერალურმა პროკურორმა უნდა ახსნას, თუ რატომ შეიცვალა 250-წლიანი პრაქტიკა ამ რეიდის შედეგად. მე ბენღაზის საქმეზე კომიტეტის წევრი ვიყავი, სადაც დავამტკიცეთ, რომ ჰილარი კლინტონი საიდუმლო მასალებს ფლობდა. ჩვენ მის სახლში რეიდი არ მოგვიწყვია“, – წერს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი Twitter-ზე.

ცნობისთვის, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პალმ-ბიჩზე მდებარე მარ-ა-ლაგოს მამულში გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები