„სენატორი რუბიო, პუტინის გავლენის ქვეშ ხომ არ მოექცა?!”, – კითხულობს გოგა ხაინდრავა

ამერიკელი სენატორის მარკ რუბიოს განცხადების შემდეგ (დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკასთან დაკავშირებით), კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ინტერესდება საქართველოში ამერიკის საელჩოს პოზიციით: „აბა, უკუღმა მედასავლეთეებო, თქვენი კომენტარები. ე მანდ რა ხდება?! საელჩოს ოფიციალური პოზიციაც საინტერესოა ქართული საზოგადოებისთვის.

სენატორი რუბიო, პუტინის გავლენის ქვეშ ხომ არ მოექცა?! ჰა?”, – კითხულობს გოგა ხაინდრავა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
რესპუბლიკელმა სენატორმა მარკო რუბიომ, ფლორიდის შტატში, პალმ ბიჩში მდებარე დონალდ ტრამპის სახლში გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ 8 აგვისტოს ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ სოციალურ ქსელ ტვიტერში დაწერა: „სახელმწიფო ძალაუფლების პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის გამოყენება არის ის, რაც ბევრჯერ გვინახავს მარქსისტულ დიქტატურებში, თუმცა არასდროს გვინახავს ამერიკაში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები