სტენლი კუბრიკის მიერ გადაღებული ნიუ-იორკის მეტრო (1940-იანი წლები)

სანამ სტენლი კუბრიკი დიდებულ სამეცნიერო-ფანტასტიკური და საშინელებათა ფილმების გადაღებას დაიწყებდა, მისი ერთ-ერთი მცდელობა, სახელი გაეთქვა, იყო ჟურნალ LOOK-ში ფოტოკორესპონდენცია. მაშინ ის 17 წლის იყო. მისი ფოტოები საშუალებას გვაძლევს, ჩავიხედოთ წარსულში მცხოვრები ადამიანების ცხოვრებაში, მაგრამ თუკი წარმოიდგენთ, რომ ხალხს ხელში, გაზეთების მაგივრად, სმარტფონები უჭირავს, ეს სურათები დღევანდელობისგან სულაც არ იქნება განსხვავებული.
ჟურნალ LOOK-ში თავისი მოღვაწეობის განმავლობაში კუბრიკმა 15 000 ფოტო გადაიღო. ის ადამიანებით და ქალაქის პეიზაჟებით იყო შთაგონებული. ქვემოთ წარმოდგენილი ფოტოები გადაღებულია ნიუ-იორკის მეტროში 1946 წელს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები