დატბორილი სახლები, მაღაზიები, გზები, მეტროპოლიტენი – სეულში წყალდიდობას, სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა(ფოტო)

სეულში გადაუღებელმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, რასაც, სულ მცირე 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიური უბედურების შედეგად სამხრეთ კორეის დედაქალაქში დატბორილია სახლები, გზები, მეტროს სადგურები, გამორთულია ელექტროენერგია, ხალხი კი ევაკუირებულია.

ქვეყნის შსს-ში განაცხადეს, რომ 9 ადამიანი დაშავდა და ამ ეტაპზე 6 დაკარგულად ითვლება.

სეულის მეტროპოლიტენში განაცხადეს, რომ წყალი მეტროში ჩავიდა და რამდენიმე სადგური დაიკეტა, მატარებლების გადაადგილება კი შეჩერდა. დილის მდგომარეობით, მეტროპოლიტენში გაწმენდითი სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.

CNN წერს, რომ ყველაზე მეტად დაზარალდა ქალაქის რამდენიმე რაიონი, მათ შორის კანამის მდიდრული რაიონია, სადაც მაღაზიებიც არის დატბორილი.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სკოლებსა და სპორტულ დარბაზებში 800-მდე ადამიანია ევაკუირებული.

ქვეყნის პრეზიდენტმა, იუნ სულ იოლმა დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა, და თქვა, რომ ადგილის ინსპექტირებას მოახდენს და ყველაფერს გააკეთებს, დამატებითი ზარალის არიდებისთვის.

პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ აუცილებელია სტიქიური უბედურებების მართვის სისტემის გადახედვა, რადგან კლიმატური კრიზისი გამო, ამინდის არაპროგნოზირებადობაა მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები