რუსეთმა აშშ-ს აცნობა, რომ ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, ბირთვული იარაღის ინსპექტირებაზე დროებით უარს ამბობს

რუსეთმა შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ სტრატეგიული ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში ბირთვული იარაღის ინსპექტირებაზე დროებით უარს ამბობს.

ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

„8 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ დიპლომატიური არხებით ოფიციალურად აცნობა აშშ-ს, რომ ჩვენს ქვეყანას დროებით გაჰყავს საკუთარი ობიექტები საინსპექციო საქმიანობიდან, რასაც სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შემცირების შეთანხმება მოიცავს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული ბირთვული არსენალის შემცირების შესახებ არსებული შეთანხმება ითვალისწინებს თითოეული მხარისთვის ბირთვული ქობინების შემცირებას. აღნიშნული შეთანხმება 1991 წლიდან მოქმედებს, ხოლო 2021 წლის იანვარში ვლადიმერ პუტინმა ეს შეთანხმება 2026 წლამდე გაახანგრძლივა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები