WizzAir-ი ოქტომბრიდან მოსკოვში ფრენებს განაახლებს

ევროპული ბიუჯეტური ავიაკომპანია WizzAir-ი ოქტომბრიდან აბუ დაბიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენებს განაახლებს.

ავიაკომპანიაში აღნიშნული ნაბიჯი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ფრენების შეჩერებიდან ხუთი თვის თავზე ადასატურებს.

ფრენების განხორციელება 3 ოქტომბრიდან დაიწყება, – იტყობინება Sky News-ი.

WizzAir-მა 2021 წლის ოქტომბერში გამოაცხადა, რომ აბუ დაბი – მოსკოვის მიმართულებით ფრენებს იმავე წლის დეკემბერში დაიწყებდა, თუმცა 2022 წლის 27 თებერვალს კომპანიაში განაცხადეს, რომ რუსეთის მიმართულებით ფრენებს წყვეტენ.

ამასთანავე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიუხედავად, საამიროების სხვა გადამზიდავებს, როგორიც არის, მაგალითად Emirates-ები რუსეთთან ოპერირება განაგრძეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები