“უკრაინაში ომის მომდევნო ორი თვე, შესაძლოა გადამწყვეტი იყოს” – პოლონეთის უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელი

პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელი, პაველ სოლოხი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მომდევნო ორი თვე, შესაძლოა გადამწყვეტი იყოს.

ამის შესახებ მან Polsat News-თან ინტერვიუში თქვა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთი დონბასში „ხალიჩისებური დაბომბვის“ ტაქტიკას იყენებს, რადგან არ იყენებს მაღალი სიზუსტის იარაღს და “შედარებით უმნიშვნელო პროგრესს აღწევს”. მისი თქმით, ამგვარი ვითარება უკრაინის სამხრეთით ფიქსირდება, სადაც კიევი სულ უფრო მეტ დასახლებულ პუნქტს იბრუნებს.

„ყველა ელოდება შეტევას, რადგან მისი წარმატება შექმნიდა სიტუაციას, როდესაც შესაძლებელი იქნებოდა რაიმე სახის მოლაპარაკებების წარმოება, სამშვიდობო ან თუნდაც, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ჯერ მსგავსი არაფერი ხდება. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მომდევნო ორი თვე, შესაძლოა გადამწყვეტი იყოს. შეფასებები ასეთია, რომ ოქტომბრისთვის რამდენიმე ფუნდამენტური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული“, – დასძინა სოლოხმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები