ზაპოროჟიეს საოკუპაციო ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ე.წ.რეფერენდუმის ჩატარების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი
ზაპოროჟიის საოკუპაციო ე.წ. ადმინისტრაციის ე.წ. ხელმძღვანელმა, ევგენი ბალიცკიმ რეგიონის რუსეთთან გაერთიანების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.
ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
დოკუმენტზე ხელმოწერა საზოგადოებრივი მოძრაობის “რუსეთთან ერთად ვართ” ფორუმზე მოხდა, რომელიც მელიტოპოლში მიმდინარეობს და რომელშიც 700-მზე წარმომადგენელი მონაწილეობს.
„თავისუფალი არჩევანის პრინციპიდან გამომდინარე, ჩვენი რეგიონის თითოეული მაცხოვრებლის აზრის ღირებულებიდან გამომდინარე, ვაცხადებთ განზრახვას ჩავატაროთ რეფერენდუმი ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთის ფედერაციაში სრულფასოვან წევრად შესვლის შესახებ. ერთი ხალხი ვართ და ერთად ვიქნებით“, – ნათქვამია განცხადებაში.