შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციაზე: სიტყვით საუბრობენ ევროპულობაზე, ხოლო საქმით ყოველ ნაბიჯში ანტიევროპულობას ადასტურებენ

“სიტყვით საუბრობენ ევროპულობაზე, ხოლო საქმით ყოველ ნაბიჯში ანტიევროპულობას ადასტურებენ, თავიანთი ქცევით, პოლიტიკით, გადაწყვეტილებებით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპული საბჭოს ხედვა იყო, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობა ინკლუზიური უნდა იყოს.

„რაც შეეხება 12 პუნქტზე მუშაობას, იცით, რომ ამ მუშაობის ჩარჩო, მათ შორის ევროპული საბჭოს ხედვა იყო, რომ ეს ყოფილიყო ინკლუზიური პროცესი, ანუ პროცესი, სადაც ყველა საპარლამენტო პარტია ერთად იმუშავებდა. სწორედ ეს ფორმატი გახსნა პარლამენტმა – მუშაობის საპარლამენტო ფორმატი კომიტეტებსა და ჯგუფებში, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატები გახლავთ და ინკლუზიურობის მაღალი ხარისხით უზრუნველყოფაც. სამწუხაროა, არის სამი პარტია, რომელიც საპარლამენტო საქმიანობას გაემიჯნა. იცით, რომ 8 საპარლამენტო ჯგუფიდან 5, 12-პუნქტზე საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობს, ხოლო 3, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ორი დამხმარე პარტია, საპარლამენტო საქმიანობიდან გამიჯნულია და ვხედავთ, ცდილობენ ეს პროცესი ყველანაირად დააზიანონ, რაც რა თქმა უნდა, სამწუხაროა. სიტყვით საუბრობენ ევროპულობაზე, ხოლო საქმით ყოველ ნაბიჯში ანტიევროპულობას ადასტურებენ, თავიანთი ქცევით, პოლიტიკით, გადაწყვეტილებებით და ამას რა თქმა უნდა, საზოგადოება ხედავს. ეს სამწუხაროა, რადგან კლიმატს აუარესებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები