GITA-ს ორგანიზებითა და მხარდაჭერით ბათუმში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, მსოფლიო ბანკის „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის“ პროექტის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ბაზაზე ახორციელებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკს.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, ბანაკში მონაწილეობს კონკურსით შერჩეული სხვადასხვა საჯარო სკოლის 75 მოსწავლე მთელი საქართველოდან (თბილისი – 30, კახეთი – 20, შიდა ქართლი და მცხეთა-თიანეთი – 10, სამეგრელო- ზემო სვანეთი – 20, აჭარა – 20, სამცხე ჯავახეთი და ქვემო ქართლი – 10, იმერეთი – 20, გურია – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10), რომლებიც STEM მიმართულებით მათი გამოცდილებისა და მოტივაციის საფუძველზე შეირჩნენ. მონაწილეობის სურვილი 2000-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა. მათ პროექტის ფარგლებში სრულად დაუფინანსდათ ბანაკში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები.

“რვა დღის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერებების აქტუალურ საკითხებს და მიიღებენ საწყის ცოდნას ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში, რაც შემდგომ დაეხმარებათ STEM მიმართულებით კარიერის შერჩევაში.

8 დღის განმავლობაში მოსწავლეები:

  • იმუშავებენ არდუინოსა და პროგრამირებაზე;
  • მოისმენენ სამეცნიერო-პოპულარულ ლექციებს ხელოვნურ ინტელექტზე, რობოტიკაზე, ასევე ბიოქიმიასა და ასტროფიზიკაზე;
  • გაეცნობიან სამეწარმეო და სტარტაპ მიდგომებს თანამედროვე ტექნოლოგიებში;
  • ჩაატარებენ სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტებს;
  • მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა საინჟინრო შეჯიბრებაში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები