კოსოვოში რუსი პროპაგანდისტი დაიჭირეს, რომელსაც შპიონაჟში ადანაშაულებენ

საზღვარზე, კოსოვოს ჩრდილოეთით რუსი დარია ასლანოვა დააკავეს. მას შპიონაჟში ადანაშაულებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კოსოვოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ჯელიალ სვეჩლია ავრცელებს.

მისი თქმით, დაკავებულის მიერ რეგიონში შეღწევის მცდელობა, ასევე ის, რომ ბალკანებზე ვითარება დაძაბულია, მოწმობს იმას, რომ რუსეთი ჩართულია კოსოვოს დესტაბილიზაციის საქმიანობაში.

გარდა ამისა, სვეჩლიამ აღნიშნა, რომ ასლანოვა მონაწილეობას იღებდა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში, კერძოდ კი რუსეთის პროპაგანდას ეწეოდა.

„ბევრმა ქვეყანამ დაადასტურა, რომ ის ჩართულია შპიონაჟში რუსეთის სასარგებლოდ სამხედრო დაზვერვაში და მოქმედებდა ჟურნალისტის სახელით“, – წერს მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები