ქაბულში აფეთქება მოხდა – სულ მცირე, რვა გარდაცვლილია
ქაბულში აფეთქება მოხდა. შემთხვევას, სულ მცირე, რვა პირი ემსხვერპლა, ოცამდე დაშავებულია.
Reuters-ის ცნობით, აფეთქება ქაბულის დასავლეთით, ერთ-ერთ უბანში მოხდა, სადაც, ძირითადად, შიიტი მუსლიმები იკრიბებიან.
შემთხვევაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.