შვეიცარიაში 50 წლის წინ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნარჩენები იპოვეს

შვეიცარიაში, მაღალ მთაზე 1968 წელს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნარჩენები იპოვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიული და ფრანგული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, თვითმფრინავის ნაწილები ალეცკის მყინვარზე ტურისტებმა 4 აგვისტოს აღმოაჩინეს.

მოგვიანებით პოლიციამ გამოაცხადა, რომ ეს Piper Cherokee-ის თვითმფრინავის ნაწილებია, რომელიც 1968 წლის ზაფხულში ჩამოვარდა. ბორტზე სამი შვეიცარიელი იმყოფებოდა ციურიხიდან – მასწავლებელი, ექიმი და მისი შვილი. თვითმფინავის ჩამოვარდნის შემდეგ ისინი იპოვეს, მაგრამ ნაწილების ჩამოტანა ამ რთული რელიეფის პირობებში ვერ მოხერხდა. ხოლო ახლა, მყინვარის დნობის გამო გიდებს მარშრუტის შეცვლა მოუწიათ ამ რაიონში და მისი გავლის დროს შემთხვევით გადააწყდნენ თვითმფინავის ნარჩენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები