ენტონი ბლინკენი სომხეთის პრემიერსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მთიან ყარაბაღში ბოლოდროინდელ დაძაბულობასთან დაკავშირებით  სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარი გამართა. 

„დღეს ვესაუბრე სომხეთის პრემიერმინისტრს ნიკოლ ფაშინიანს მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მე თავშეკავებულობისკენ და აზერბაიჯანთან პირდაპირი დიალოგისკენ მოვუწოდე ამ საკითხების გადაწყვეტის მიზნით“, – წერს ბლინკენი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

ილჰამ ალიევთან საუბრის შესახებ ბლინკენმა განაცხადა, რომ გამოხატა აშშ-ის მზაობა ჩაერთოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგში, რათა მიღწეულ იქნეს გრძელვადიანი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში.

შეგახსენებთ, 3 აგვისტოს აზერბაიჯანმა გამოაცხადა რამდენიმე სტრატეგიული სიმაღლის ოკუპაცია, რაც მას საშუალებას აძლევდა აკონტროლოს ეგრეთ წოდებული ლაჩინის დერეფანი – ლოგისტიკური არტერია, რომელიც აკავშირებს მთიან ყარაბაღს სომხეთთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები