გიორგი მიქაუტაძე: მრავალი წელია, გვესმის მოსაზრებები გავლენიანი ჯგუფის შესახებ, თუმცა, არცერთი ფაქტი არ მოგვისმენია

მრავალი წელია, გვესმის მოსაზრებები სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფის შესახებ, თუმცა, არცერთი არგუმენტი, არცერთი ფაქტი არ მოგვისმენია, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო სისტემაში ნაყოფიერი რეფორმები ხორციელდება.

„მრავალი წელია, გვესმის მოსაზრებები გავლენიანი ჯგუფის შესახებ, თუმცა, არცერთი არგუმენტი, არცერთი ფაქტი არ მოგვისმენია. სასამართლო სისტემა ყოველთვის ზრუნავს მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე და არსებობს ძალიან მიზანმიმართული ხედვა, როგორ უნდა გაგრძელდეს სასამართლო სისტემის რეფორმა და დამოუკიდებლობის გაძლიერება“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები