ქარელის სოფელ სამწევრისში სპორტდარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა სოფელ სამწევრისში სპორტდარბაზის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო სველი წერტილები,დაიგო ხის იატაკი,შეილესა და შეიღება კედლები.ამჟამად მიმდინარეობს ეზოს შემოღობვის სამუშაოები.
პროექტი ხორციელდება ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით.სამუშაოებს ასრულებს ინდმეწარმე „ფირანი ყიფშიძე”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები