ყაზბეგის მერი ადგილობრივი ა(ა)იპების წარმომადგენლებს შეხვდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, მოადგილეებთან ერთად, ადგილობრივი ა(ა)იპების წარმომადგენლებს შეხვდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის, სპორტის განვითარების, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა, თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვის ცენტრისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელებმა, მიმდინარე და სამომავლო საშუალოვადიანი პროექტები და მათი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია წარადგინეს.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო, ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ჰასპის პროგრამის ფარგლებში, ლიდერთა კვალიფიკაციას; ასევე, კოვიდსტატისტიკასა და მიმდინარე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტში;
საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებას – სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის პრაქტიკის გაზიარების მიზნით, თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სპორტული კომპლექსის ინვენტარიზაციას გუდაურში და მასობრივი სპორტული აქტივობების მასპინძლობას ყაზბეგში.

განათლებისა და კულტურის ცენტრს, მერმა, კულტურული დიპლომატიის განვითარების საქმეში, ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდა და ამ მიმართულებით, ღონისძიებების საორგანიზაციო ნაწილში, მხარდაჭერა აღუთქვა. საუბარი შეეხო სახალხო დღესასწაულს – „ყაზბეგობა 2022″.

ვრცელი იყო მითითებები და განსაკუთრებულად დიდი დრო დაეთმო საუბარს, კეთილმოწყობის სამსახურის საქმიანობის შესახებ.

„კეთილმოწყობის სამსახური, ყველაზე დიდი არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირია, ადგილობრივ ა(ა)იპებს შორის. მასში დასაქმებულთა რაოდენობა, ბოლო პერიოდში, სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამამ კიდევ უფრო გაზარდა. შესაბამისად, თქვენი შესრულებული სამუშაოების ხარისხი და მასზე ზედამხედველობა, უნდა იყოს მაღალი. მუნიციპალური სერვისების შეუფერხებელი მომსახურება, დასუფთავების ღონისძიებების დროული განხორციელება, გამწვანებული და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა, და არა მხოლოდ, თქვენი პირდაპირი ვალდებულებაა, ამას, მოსახლეობასთან ერთად მოვითხოვ და პირადად გავაკონტროლებ”, – განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები