ფინეთის მთავრობა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებას გეგმავს, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ განაცხადა.
მისი თქმით, სამინისტრო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ახალ წინადადებას ამზადებს, რომელსაც თვის ბოლოს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ.
როგორც ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, ფინეთი გეგმავს, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაამკაცროს, თუმცა ეს ზომები სინქრონიზებული უნდა იყოს შენგენის ზონის წევრ სხვა ქვეყნებთან.
„ფინეთისთვის საკმარისი არ არის ასეთი გადაწყვეტილების მიღება [დამოუკიდებლად], ჩვენ უნდა გვქონდეს იგივე წესები შენგენის ზონაში“, – განაცხადა ჰაავისტომ.