ჩინეთმა ტაივანის მახლობლად, სამხედრო წვრთნების ფარგლებში, რაკეტები გაისროლა.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საუბარია 11 ბალისტიკურ რაკეტაზე, რომლებიც ტაივანის სამხრეთ-დასავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან ზღვაში ჩავარდა.
ამასთან, იაპონია აცხადებს, რომ ხუთი ჩინური რაკეტა მათ ტერიტორიულ წყლებში ჩავარდა, რის გამოც, ჩინეთს სამხედრო წვრთნების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი, ტაივანში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. პელოსის ვიზიტის გასაპროტესტებლად, აშშ-ის ელჩი ნიკოლას ბერნსი ჩინეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს. ამასთან, ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელმა არმიამ ტაივანში საბრძოლო წვრთნები დაიწყო.