აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ქვეყანაში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების მზარდი შემთხვევების გამო, ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ფედერალურ მთავრობას საშუალებას აძლევს, რომ ვირუსზე რეაგირების ზომები მარეგულირებელი ბარიერების გარეშე გააძლიეროს.
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობას ვაცხადებთ. ჩვენ მოვუწოდებთ თითოეულ ამერიკელს, სერიოზულად მოეკიდოს მაიმუნის ყვავილის ვირუსს და აიღოს პასუხისმგებლობა და დაგვეხმაროს ამ ვირუსის დაძლევაში“, – განაცხადა აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა, ხავიერ ბესერამ.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში დღემდე „მაიმუნის ყვავილის“ 6 600-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.