უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის სამხრეთში სარეზერვო ჯარების განთავსება აჩვენებს, რომ მოსკოვი მოლაპარაკებებით დაინტერესებული არ არის.
მისი თქმით, მოსკოვი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარების გარდაუვალობას აცნობიერებს და დასძინა, რომ რუსეთი „ტერორისტებს შორის ნომერ პირველია“.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს მოუწოდა, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიაროს და იგი ორგანიზაციიდან გარიცხოს მას შემდეგ, რაც ივნისის ბოლოს სავაჭრო ცენტრზე საჰაერო იერიში მიიტანა.
ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთი ცდილობს, რომ აზოვის პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს, რასაც მან „აბსურდული“ უწოდა.