ჩინეთში საბავშვო ბაღზე თავდასხმა მოხდა – სულ მცირე, 3 ბავშვია დაღუპული
ჩინეთში, პროვინცია ძიანგშიში საბავშვო ბაღში დანით შეიარაღებული უცნობი მამაკაცი შეიჭრა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 3 ბავშვია დაღუპული, 6 საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი Sixth Tone ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 10:22 საათზე მოხდა.
პოლიციამ თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა. ის 48 წლის მამაკაცია, რომელსაც თავდასხმის დროს „კეპი ეხურა და ნიღაბი ეკეთა“, მისი სახელი და გვარი არ სახელდება.
ხელისუფლების ცნობით, ის დანაშაულის ადგილიდან მიიმალა და მას პოლიცია ეძებს.