საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურმა სამების საკათედრო ტაძარში პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიო მუჯირმა მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
პრემიერმინისტრთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე – შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი – კახა კალაძე, ასევე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.