ჩინეთი მზად არის, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი, რადგან შეერთებული შტატები „ტაივანის საკითხზე“ ყველა დაშვებულ ზღვარს სცილდება, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჰუა ჩუნინგმა, – წერს Times Now.
„ტაივანის საკითხში აშშ მუდმივად უპირისპირდება ჩინეთს, ისინი კვეთენ წითელ ხაზს და ნებადართულ საზღვრებს. კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ტაივანში სეპარატისტული ელემენტების ჩარევას და უცხოურ პოლიტიკურ ძალებს, მათ არცერთ შანსს არ დავუტოვებთ. ჩინეთის მთავრობა და ხალხი მტკიცედ დაიცავს ქვეყნის სუვერენიტეტს, უსაფრთხოების ინტერესებს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – თქვა მან.
ჰუა ჩუნინგმა დასძინა, რომ ვაშინგტონი და პეკინი ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტთან დაკავშირებით ამჟამად მოლაპარაკებას აწარმოებენ, რომელიც შესაძლოა, დღეს, 2 აგვისტოს შედგეს.