რატი იონათამიშვილი: სამი მარგინალური პარტია იძლევა საუკეთესო მაგალითს, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკაში წარმომადგენლობა

აღარავის  უნდა გაუკვირდეს, რომ სწორედ ასეთი„რეპუტაციით“ დარჩებიან ქართული პოლიტიკური ისტორიის გვერდებზე, – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი და ოპოზიციურ პარტიებს: “ლელოს”, “სტრატეგია აღმაშენებელსა” და “ნაცმოძრაობას” “მარგინალურ პარტიებს” უწოდებს.

„სამი მარგინალური პარტია იძლევა საუკეთესო მაგალითს, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკაში წარმომადგენლობა. ფაქტობრივად, ისინი ანტიმოდელს ქმნიან. ისინი გამოირჩევიან განსაკუთრებული უპასუხისმგებლობითა და არაკონსტრუქციული მიდგომით, მათ შორის, იმ საკითხებისადმი, რომლებიც პარტიულ ჩარჩოებს ცდება. შესაბამისად, აღარავის  უნდა გაუკვირდეს, რომ სწორედ ასეთი„რეპუტაციით“ დარჩებიან ქართული პოლიტიკური ისტორიის გვერდებზე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები