გია ვოლსკი: არც სააკაშვილი გასულა პოლიტიკიდან, არც თავის პოლიტიკურ პარტიას შეუცვლია რამე თავის სტრატეგიაში, რაც დესტაბილიზაციის მცდელობას გულისხმობს

“არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, პოლიტიკიდან გადის თუ რჩება. არსებობს დანაშაული და განსაზღვრული სასჯელი”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ქართული პოლიტიკიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო წასვლის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არც სააკაშვილი გასულა პოლიტიკიდან, არც თავის პოლიტიკურ პარტიას შეუცვლია რამე თავის სტრატეგიაში, რაც დესტაბილიზაციის მცდელობას გულისხმობს.

„იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, სააკაშვილმა რა განაცხადა, იმას აქვს მნიშვნელობა, როგორ მოქმედებს კონკრეტული პარტია, რომელსაც ის დღემდე ხელმძღვანელობს. აქედან გამომდინარე, არც სააკაშვილი გასულა პოლიტიკიდან, არც თავის პოლიტიკურ პარტიას შეუცვლია რამე თავის სტრატეგიაში, რაც გულისხმობს საბოტაჟს და დესტაბილიზაციის მცდელობას“, – აცხადებს ვოლსკი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები