საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

ზუგდიდი თბილისის რეისზე არსებული შეფერხების გამო, მატარებელი თბილისის სადგურში შემოსვლას დააგვიანებს, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტექნიკური ხარვეზის გამო შექმნილი შეფერხებისთვის, მგზავრებს ბილეთების საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.

„ძვირფასო მგზავრებო, ზუგდიდი თბილისის რეისზე არსებული შეფერხების გამო, მატარებელი თბილისის სადგურში შემოსვლას დააგვიანებს. კომპანია ტექნიკური ხარვეზის გამო შექმნილი შეფერხებისთვის, მგზავრებს ბილეთების საფასურს სრულად აუნაზღაურებს“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები