რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი მდგრადი განვითარების საკითხებში, ანატოლი ჩუბაისი ევროპის ერთ-ერთ კლინიკაშია ჰოსპიტალიზებული.
ამის შესახებ ტელეგრამ-არხზე რუსი ტელეწამყვანი, ქსენია სობჩაკი ჩუბაისის მეუღლეზე, ავდოტია სმირნოვაზე დაყრდნობით წერს.
“მდგომარეობა არასტაბილურია. ცუდად გახდა, უეცრად ხელების და ფეხების წართმევა დაეწყო”, – წერს სობჩაკი.
ასევე, სობჩაკი თავად ჩუბაისის სიტყვებს ციტირებს, რომ “გიიენ-ბარეს სინდრომის დიაგნოზით ვარ ჰოსპიტალიზებული. მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, სტაბილურია”.
ტელეგრამის არხი “ფრთხილად – სიახლეები”, რომელიც სობჩაკს ეკუთვნის – იტყობინება, რომ ჰოსპიტალიზაციამდე, ოთახი, რომელშიც ჩუბაისი იმყოფებოდა, “დამცავ საშუალებაში ჩაცმულმა” სპეციალისტებმა შეამოწმეს. პოლიციამ მომხდარის თვითმხილველები გამოკითხა.
უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, ჩუბაისმა თანამდებობა დატოვა. “ბლუმბერგი” წერდა, რომ გადადგომისა და ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება ჩუბაისმა ომთან შეუთანხმებლობის გამო მიიღო.
კრემლში ჩუბაისის ჰოსპიტალიზაციის ამბავს “სამწუხარო” უწოდეს.
“სამწუხარო ამბავია, ვუსურვებთ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას, მაგრამ, ამავდროულად, დეტალები არ გვაქვს”, – განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი პესკოვმა.