მიხეილ სარჯველაძე – სააკაშვილზე: სამართლებრივი პროცედურები აღსრულდება იმისგან დამოუკიდებლად, თუ როგორია კონკრეტული პირის პოლიტიკური პრეფერენციები ან პოლიტიკური აქტივობა
“მიხეილ სააკაშვილმა უნდა აიღოს ხელი პოლიტიკაზე, უნდა ნუ აიღებს, ეს მასზეა დამოკიდებული, თუმცა, სამართლის აღსრულებასთან ამას კავშირი არ აქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სამართლებრივი პროცედურები აღსრულდება იმისგან დამოუკიდებლად, თუ როგორია კონკრეტული პირის პოლიტიკური პრეფერენციები ან პოლიტიკური აქტივობა.
„შესაძლოა, ვინმე გეგმავდეს, რომ პოლიტიკაზე უარის თქმის განცხადება შესთავაზოს საზოგადოებას, როგორც საპირწონე თავისუფლების მოპოვებისა, თუმცა, სამართლებრივი სივრცისთვის აბსოლუტურად უსარგებლოა ასეთი არგუმენტი, რასაც ჰქვია პოლიტიკაში მონაწილეობა-არმონაწილეობა, რადგან სამართლებრივი პროცედურები აღსრულდება იმისგან დამოუკიდებლად, თუ როგორია კონკრეტული პირის პოლიტიკური პრეფერენციები ან პოლიტიკური აქტივობა. შესაძლოა, მათი მხრიდან ეს ასეც იყოს გაგებული და ამ მიზანს ისახავდნენ, რომ იქნებ ამ გზით ივაჭრონ და მიიღონ გათავისუფლებაზე დასტური, პოლიტიკური პრეფერენცია მას როგორიც სურს შეიძლება ისეთი ჰქონდეს, უნდა აიღოს ხელი პოლიტიკაზე უნდა ნუ აიღებს, ეს მასზეა დამოკიდებული, თუმცა, სამართლის აღსრულებასთან ეს კავშირში არ იქნება”, – განაცხადა სარჯველაძემ.