მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა
მომღერალი მამუკა ონაშვილი რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა, ინფორმაციას საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი ადასტურებს.
მამუკა ონაშვილი მეორე ადამიანია, რომელიც 30 ივლისს ნატახტართან მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. ავარიის დროს ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.