CNN Turk: ოდესის პორტი მარცვლეულის პირველმა გემმა დატოვა

ოდესის პორტი მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა დატოვა.

ამის შესახებ CNN Turk იტყობინება.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიმინდის პირველი პარტია ლიბანში გაიგზავნა.

მანამდე, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ, სტამბოლში მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, მარცვლეულის გემების განბლოკვა კიევის დროით.8:30 საათზე მოხდებოდა.

“მარცვლეულის შეთანხმებას” ხელი სტამბოლში 22 ივლისს მოეწერა, რომლის მიხედვით უკრაინის სამი პორტიდან: “ოდესიდან”, “იუჟნიდან” და “ჩერნომორკიდან” მოხდება.

მოსალოდნელი იყო, რომ ოდესის პორტიდან პირველი გემი თურქეთის მიმართულებით უკვე 29 ივლისს გავიდოდა. ადგილზე G7-ის ელჩები და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები