მამუკა მდინარაძე: ჩვენი გზა არის დასავლეთი – ქვეყანა კურსს არასდროს შეიცვლის
ჩვენი გზა არის დასავლეთი – ეს ქვეყანა კურსს არასდროს შეიცვლის, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა.
„ერთ-ერთი ის არის, რომ გაემიჯნონ ამ თემებს. მკაფიოები იყვნენ ამ საკითხებთან მიმართებით. ქართველმა ხალხმა გაიგოს მათგან, რომ ისინი ომის მოთხოვნებს ემიჯნებიან, რომ ემიჯნებიან ტექნიკური მთავრობის მოთხოვნებს, ემიჯნებიან იმ გეგმებს, რომელსაც ქუჩაში ახმოვანებდნენ ენჯეოს სექტორის წარმომადგენლები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.