მეუფე სტეფანე – სალომე ზურაბიშვილზე: მრცხვენია და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ მას ხმა მივეცი

“მრცხვენია და ბოდიშს ვუხდი ჩვენს საზოგადოებას, რომ მე მას ხმა მივეცი. ეს არის ჩემი სირცხვილი, რომ ვერ გავითვალისწინე შედეგი რა იქნებოდა – წმინდა ნინოს გზაზე წავიდა, ჯვარი ეჭირა და ვიფიქრე…“,- ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

“ლაპარაკობენ ახლა მედიის თავისუფლებაზე და ამ დროს, ვინც მათ ემსახურება, მხოლოდ იმაზე ლაპარაკობენ, თორემ ვინც სხვანაირად ლაპარაკობს, მათ თავისუფლებაზე არავინ არაფერს ამბობს. ყველამ დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ არაფერი არავის გაუკეთებია ისეთი, რაც იმათ არ გაუკეთებიათო. გაცილებით მეტად იცავენ ყველა სტანდარტს, მაგრამ ისინი უნდა დაიხურონო. გამოდის უმაღლესი მხედართმთავარი და ამბობს, რომ ტელევიზიები უნდა დაიხუროს, ოღონდ „ცოტა ისე უნდა დაიხუროს“, დაახლოებით ასე ლაპარაკობს, რასაც ამბობს, ისე ვამბობ. მრცხვენია და ბოდიშს ვუხდი ჩვენს საზოგადოებას, რომ მე მას ხმა მივეცი. ეს არის ჩემი სირცხვილი, რომ ვერ გავითვალისწინე შედეგი რა იქნებოდა. სხვისთვის ხმა არც ერთხელ მიმიცია, მას მივეცი, წმინდა ნინოს გზაზე წავიდა, ჯვარი ეჭირა და ვიფიქრე…“,-აღნიშნა მეუფე  სტეფანემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები