გია ვოლსკი: არ აქვს მნიშვნელობა, სააკაშვილი პოლიტიკაში იქნება თუ მის მიღმა, თუკი მისი გუნდის სტრატეგიად კვლავ რევოლუცია რჩება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში იქნება თუ მის მიღმა, თუკი მისი გუნდის სტრატეგიად კვლავ რევოლუცია რჩება.
„არ აქვს მნიშვნელობა, სააკაშვილი პოლიტიკაში იქნება თუ მის მიღმა, თუკი მისი გუნდისა და დაღმაშენებლის სტრატეგიად კვლავ რევოლუცია, დესტაბილიზაცია რჩება. ისინი თუ პოლიტიკაში რჩებიან, სააკაშვილი პოლიტიკიდან რომც წავიდეს, არაფერს ცვლის. მთავარია ვითარების მიმართ დამოკიდებულება იმ პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომლებიც, შეიძლება, დაღმამშენებელთა გაერთიანებად წარმოვაჩინოთ“, – აცხადებს ვოლსკი.