საქართველოში აშშ-ის საელჩო გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული მესაზღვრეების, საგანგებო სიტუაციების მართვის და პირველადი რეაგირების პერსონალის ოჯახებს და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოში აშშ-ის საელჩო გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული მესაზღვრეების, საგანგებო სიტუაციების მართვის და პირველადი რეაგირების პერსონალის ოჯახებს და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს.
აღნიშნულის შესახებ საელჩო განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სამძიმარს უცხადებს ტრაგიკულად დაღუპული მესაზღვრეების, საგანგებო სიტუაციების მართვის და პირველადი რეაგირების პერსონალის ოჯახებს და მეგობრებს მათი ტრაგიკული დაღუპვის გამო. ამერიკის შეერთებული შტატების მთელი გუნდი პატივს მიაგებს მათ მიერ აღებული ვალდებულებისადმი ერთგულებას, დაიცვან საქართველოს უსაფრთხოება”, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, რომ გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომლის დახმარებითაც ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.